Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევკუროვი: უკრაინაში მეამბოხეებს ინგუში „მოხალისეები“ შეუერთდნენ


რუსეთის ინგუშეთის რესპუბლიკის ლიდერი, იუნუს-ბეკ ევკუროვი აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში პრორუსულად განწყობილ შეიარაღებულ სეპარატისტებს შორის ინგუში „მოხალისეებიც“ არიან. ევკუროვის თანახმად, საუბარია 20-25 ინგუშ მამაკაცზე. ამასთან, ევკუროვის თქმით, უკრაინის არმიასთან შეტაკებებს სულ მცირე ოთხი ინგუში მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც ევკუროვი ამბობს, ინგუში მებრძოლები უკრაინაში ჩავიდნენ არა ინგუშეთიდან, არამედ რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებიდან. უკრაინის მედიაში ვრცელდება ცნობები ჩეჩენი, ინგუში და ოსი მებრძოლების ყოფნაზე პრო-რუსულად განწყობილი მეამბოხეების რიგებში უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც ქვეყნის არმია კვირების განმავლობაში ებრძვის სეპარატისტებს.
XS
SM
MD
LG