Accessibility links

logo-print
ავტორი: გოჩა აბზიანიძე

,,არ ცოდნა, არ ცოდვაა’’—ალბათ ოდესღაც ალბათ ასე იყო, მაგრამ დღეს ამ ანდაზით ნამდვილად ვერ იხელმძღვანელებ თანამედროვე ადამიანი. მე არ ვსაუბრობ საშუალო, ან უმაღლეს განათლებაზე, არც განათლების სისტემასა და მის პლიუს მინუსებზე.
ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას იღებს თანამედროვე ადამიანი ინტერნეტის, ტელევიზიისა თუ პრესის სახით. რა თქმა უნდა ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, მაგრამ რამდენად დაჭიროა და რამდენად გვადგება ყოველდღიურ ცხოვრებაში ის რასაც ყოველდღიურად გვაწვდიან?
რა თემები უფრო ხშირად გვესმის, ტელევიზისა და ინტერნეტის საშუალებით?
რა თქმა უნდა პოლიტიკა პირველ ადგილზეა. თუმცა ვინ გადაწყვიტა რომ პოლიტიკაა ყველაზე საინტერესო თემა, და შეიძლება ნებისმიერი ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების 90% დაეთმოს, არ ვიცი. ეს კითხვა არავის უჩნდება და ლოგიკურია რომ პასუხიც არ არსებობს. ინფორმაციის აქტუალურობასთან დაკავშირებით დავა შეიძლება, არც ის გამიკვირდება თუ ვინმეს მოწონს და სიამოვნებს, საათობით ტელევიზორის წინ ჯდომა და მოსმენა თუ რომელ მინისტრს ემუქრება მოხსნა, ვინ გაასამართლეს პოლიტიკური ნიშნით და ვინ უმიზნებს ქალაქის მერობას.
არსებობს ალტერნატივაც: უამრავი სახალხო შოუ, ან თოქ-შოუ სადაც მღერიან იმას რაც უკვე ნამღერია, (განსხვავებული ინტერპრეტაციით) ცეკვავენ, ან უბრალოდ სხედან და საუბრობენ, რბილად რომ ვთქვათ, პირად თემებზე. (თურქული სერიალების თემას აღარ ვეხები). რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გართობას ემსახურება და ერთის მხრივ არც ამაშია ცუდი არაფერი მაგრამ მე როგორც მაყურებელს გაზრდა არ მიწერია.
ამიტომ მაქვს ინტერნეტი და ვეძებ იმას რისი ყურებაც მინდა, მაქვს უამრავი არხი და ჩემი ინტერესების შესაბამისად გადავრთავ იქ სადაც მინდა. მკითხველმა თავად განსაჯოს რამდენს აქვს საქართველოში ამის საშუალება, ოღონდ საქართველოში თბილისს ნუ მოვიაზრებთ... (ხშირად ასეც ხდება)
უცხოური არხების ყურება ნამდვილად დადებითად მოქმედებს ჩემს ზოგად განათლებაზე. რა თქმა უნდა მოვიტყუები რომ ვთქვა ყოველ დღე CNN-ს, BBC-ს, ან euro news-ს თვალს არ ვწყვეტ მეთქი მაგრამ, ჩემი ინტერესებისდა შესაბამისად უყურებ discovery science-ს, national geographic-ს, investigation discovery.
მაგრამ როდესაც თბილისს საპროტესტო აქციების ტალღა მოიცავს, ან ქართული სოფლები დაიბომბება, თურმე ციხეებში ჯოჯოხეთი ტრიალებდა და საზოგადოებამ ეს იცოდა. თურმე 8 აგვისტომდე ბევრად ადრე იბომბებოდა ქართული სოფლები... თუ ოსური... თუ ორივე ერთად ღმერთმა უწყის, ვხვდები რომ სემოთხსენებული არხები ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენიმე სასიამოვნო ინფორმაციით სავსე საათის გარდა, არაფერს მაძლევს...
დღესაც სავსეა ქართული ტელე-ეთერი და ინტერნეტ სივრცე უამრავი ,,ცხელი თემებით’’ მაგრამ რეალურად რამდენმა ადამიანმა იცის საქართველოში თუ რა ხდება საყდრისში? რა ხდება ოკუპირებული ტერიტორიების საზღვისპირა სოფლებში? მხოლოდ ადამიანებს იტაცებენ? რამდენმა იცის კარგია თუ ცუდი ,,ხუდონ-ჰესი’’ საქართველოსთვის? ან უბრალოდ რას ნიშნავს ,,ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება’’
ვისაც არ ჯერა რომ საქმე ასე ცუდათაა, შეუძლია პატარა გამოკითხვა ჩაატაროს თავისივე მეგობრებსა და ნათესავებში.
მაგისტრატურის დამთავრება ან საზღვარგარეთ განათლების მიღება არ ჭირდება იმის მიხვედრას თუ რამდენი შეუძლია მასობრივ საინფორმაციო საშუალებას, ლოგიკურია რომ ქვეყანაში და ზოგადად სოციუმში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ტელევიზიასაც ეკისრება. სწორედ ამიტომ არის რომ ხშირად, საზოგადოების რეაქცია დაგვიანებულია ისეთ მწვავე თემებზე როგორიც ოკუპაციაა, ადამიანის უფლებები ციხეში, ან ანტი-დისკრიმინაციული კანონია. უამრავი მაგალითი არსებობს საქართველოს უახლეს ისტორიაში, თუ როგორ გაეპარა საზოგადოებას მთავარი პრობლემა, რომელიმე პოლიტიკოსის ან პრეზიდენტის გინებაში...
2008 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღემდე იყოფა აზრი იმის შესახებ თუ ვინ დაიწყო ომი, იმიტომ რომ რეალურად საზოგადოებამ არ იცის ვინ დაიწყო ომი. ვინც იცის ის არ ამბობს, ვისაც უბრალოდ ჯერა, ის კამათობს, ლოგიკის გარეშე, სუსტი არგუმენტებით, მაგრამ კამათობს. სამაგიეროდ ყველანი ვთანხმდებით რომ ევროკავშირი და ,,ნატო’’ ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის, მაგრამ რატომ არის კარგი?არც ეს იცის არავინ. არა იმიტომ რომ ქართველები უვარგისი და ბნელი ერი ვართ, არამედ იმიტომ რომ ამას არავინ გვეუბნება. არავინ გვასწავლის. ჩვენ კი უბრალოდ გვჯერა...
გამაღიზიანებელია დიდაქტიკური ტონი. ნებისმიერ თემაზე შეიძლება მარტივად ყველასათვის გასაგებ ენაზე საუბარი, მასობრივი ინფორმაცია კი ხალხზეა გათვლილი და არა რომელიმე ზე-განათლებულ ადამიანთა ჯგუფზე. რთული არ არის გააგებინო მეჯვრისხეველ გლეხს, თუ რას ნიშნავს ევროკავშირი ან ანტი-დისკრიმინაციული კანონი. ხოლო დათანხმდება თუ არა ის მსგავს შეთავაზებას, ეს უკვე მისი არჩევანია... დემაგოგია ადვილია იქ სადაც ვერავინ შეგეკამათება. დანაშაულია ადამიანს უტენო თავში რომ რაღაც მისთვის ძალიან კარგია და არ აუხსნა რატომ... სამწუხაროდ ეს არის დღევანდელი ხელისუფლებისა და მედიის პოლიტიკა.
რეალურად ჩვენს ინფორმირებულობაზე არავინ არ ზრუნავს და არც იმის მჯერა რომ ეს შეუძლებელია. პირიქით, ვეთანხმები იმ აზრს, რომ გაუნათლებელი ხალხი ადვილი სამართავია.
ფაქტი სახეზეა...

P.S. შეკითხვა მკითხველს: რატომ არის პარლამენტი ქუთაისში???

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG