Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ნორმანდიაში ჯარის გადასხმის დღე იყო დემოკრატიის „დესანტირების პლაცდარმი“


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, რომელიც საფრანგეთშია და მონაწილეობს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავის ცერემონიაში, თავის სიტყვაში განაცხადა, რომ მოკავშირეთა 150,000 სამხედროს მიერ განხორციელებულმა შეჭრამ შეცვალა არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის, არამედ მთელი კაცობრიობის ისტორიის ბედი. ობამას განცხადებით, ჯარის გადასხმის დღე „დესანტირების პლაცდარმი“ იყო ახალი დემოკრატიული ეპოქისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თავისუფლებისთვის საერთო ბრძოლაში გარდატეხა მოხდა და ის დღე ახლა უკვე ახალი თაობის მოგონებებში ცოცხლობს. ობამამ თავისი სიტყვა წარმოთქვა სასაფლაოზე, სადაც განისვენებს შეტევის დროს დაღუპული 10,000-მდე ამერიკელი სამხედრო. ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც ესწრება, საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, კანადის და უკრაინის ლიდერებთან ერთად. არის იმედი, რომ ცერემონიაზე გამართული შეხვედრები უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის განმუხტვას მოიტანს. საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის ლიდერები ცერემონიის კულუარებში პუტინთან პირისპირ შეხვედრებს მართავენ.
XS
SM
MD
LG