Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: ლევან ყურშუბაძე

ქართველობაზე და ზოგადად ერის პრობლემებზე საუბარი პოპულარული გახდა და ალბათ ვიღაც სათაურის კითხვისას ჩაილაპარაკებს კიდეც, რომ ესეც ერთ-ერთი იმათგანია ვინც საკუთარი ქვეყნის ლანძღვით რაღაცის დამტკიცებას აპირებს, ვიღაც კი : წავიდეს იქ სადაც მოსწონს და ა.შ.
რეალურად კი ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, შესაბამისად გულიც შემტკივა ყველაფერზე, რაც არ მომწონს და არ არის სწორი ჩემი აზრით, არც სხვაგან წასვლა მინდა, მინდა ჩემი საქართველო იყოს ისეთი, რომ არსად წასვლის მიზეზი არ გაუჩნდეს უმრავლესობას.
იყო 90-ბი, მახსოვს ის პერიოდი, როცა ინტერნეტზე და ტელევიზიაზე არ მაქვს საუბარი, არ იყო ელექ. ენერგიაც კი, მახსოვს იმ საბნელეთში როგორ უბეჭდავდნენ თავში ჩემს თაობას რაღაც მითებს, მაგ, ქართველმა ექიმმა ყველაფერი იცის, ამერიკელი კი წნევას ვერ გაგიზომავს და ამის შესაბამის ცოცხალი მაგალითსაც მოგიყვანდნენ , რომელიც მომყოლის მეზობლის ბიძაშვილს გადახდა ა.შ.შ.-ში მოგზაურობისა, რათქმაუნდა არალეგალურად. შემდეგი მაგალითი: მხოლოდ საქართველოში ვაფასებთ უფროს თაობას, დასავლეთში კი ასაკში შესვლისას, თვითონ მოხუცებიც კი შეგუებულენი არიან მათ ბედს ანუ ბედის ანაბარად მოხუცებულთა თავშესაფარში სიცოცხლის ბოლო დღეების გატარებას. შემდეგი მაგალითი: მხოლოდ საქართველოში ვიცით სადღეგრძელოები და კიდევ ბევრი და ბევრი მითი იფრქვეოდა 70 წლიანი უსასტიკესი რეჟიმის მონობაში დაბადებულ - აღზრდილი პირებიდან. ( ჩვენი ბედკრული საქართველო არსებობის უმეტეს პერიოდს მონობაში ატარებდა, მაგრამ ეს ბოლო განსაკუთრებით სასტიკი და დამადეგრადირებელი აღმოჩნდა)
მოკლედ მოვიდა ელექ. ენერგია, ჩაირთო ტელევიზიაც, ადამიანებმა ინტერნეტით სარგებლობაც კი დაიწყეს, გაიხსნა საზღვრები და ჩვენს ქუჩებში ფოტოაპარატებით აღჭურვილი უცხოელი მოხუცებიც დავინახეთ, შემდეგ ისიც კი გავიგეთ, რომ უცხოეთში ბევრად უფრო პროფესიონალი ექიმები არიან და ბოლოს ისიც კი, რომ უცხოეთშიც იციან მოლხენა და გაცილებით მხიარულად, ვიდრე ჩვენ ჩვენი განსხვავებულებით.
ჩვენი წარმოდგენები მითიურ და წილხვედრ ქვეყანაზე ერთბაშად დაინგრა,ამ მითებიდან ძირში დაშვება კი მტკივნეული აღმოჩნდა, გაჩნდნენ ლიბერალები, რომლებიც ყველას და განსაკუთრებით მორწმუნეებს დასცინიან, პარალელურად გაჩნდნენ მორწმუნეები, რომლებიც მუშტებით ებრძვიან ყველაფერს არამოძღვრულს (არა არამართლმადიდებლურს, რადგაც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა ეს ორი ცნება).
მითების პერიოდში მიღებული განათლებით კი მივიღეთ ის, რომ დღეს პურს ელექ. ინჟინერი აცხობს, ასწავლის მეპურე და ზოგადად ქვეყანა არაკომპეტენტურობისა და არაპროფესიონალიზმის ჭაობში ჩაეფლო.
თუმცა როგორც ერთი დიდი მწერალი და დიდი ქართველი იტყოდა, სამშობლო „ბულკი“ არ არის, მხოლოდ ქიშმიში გიყვარდეს და დანარჩენი გადააგდო.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG