Accessibility links

logo-print

იუწყებიან, რომ აღმოსავლეთ ავღანეთში თალიბანის 11 მეთაური ჩამოახრჩეს


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთში ნიღბიანმა მამაკაცებმა ჩამოახრჩეს თალიბანის სულ მცირე 11 მეთაური. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური ავრცელებს ნურისტანის პროვინციის გუბერნატორის, ჰაფეზ აბდულ ყაიმის სიტყვებს - რომ პირები, რომლებმაც სიკვდილით დასჯის აქტი განახორციელეს, პაკისტანში დაფუძნებული გასამხედროებული ჯგუფის, ლაშქარ-ე თაიბას წევრები იყვნენ. ამ ცნობის გადამოწმება არ ხერხდება, ჩამოხრჩობის აქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ყაიმის განცხადებით, კამდეშის რეგიონში 100 ექსტრემისტი შევიდა. მისი თქმით, ექსტრემისტებმა თალიბანის მეთაურები იმ მიზეზით ჩამოახრჩეს, რომ მათ ვერ შესძლეს სათანადოდ შეეშალათ ხელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის, რომელიც აპრილში გაიმართა. ყაიმს არ დაუკონკრეტებია როდის მოხდა ჩამოხრჩობის აქტი. ავღანეთის უსაფრთხოების უწყებებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც ასახულია შავნიღბიანი ექსტრემისტების მიერ ადგილობრივი თალიბანის ოთხი მეთაურის ჩამოხრჩობის აქტი. ადგილობრივი ხალხი აცხადებს, რომ ეს პირები არც დარიზე და არც პაშტოზე არ ლაპარაკობდნენ და ადგილობრივ ხალხთან ჟესტების ენით ურთიერთობდნენ.
XS
SM
MD
LG