Accessibility links

logo-print

უსუფაშვილი უარყოფს საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიერ წაყენებულ ბრალდებას


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყოფს მისთვის საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას, თითქოს ის ნაციონალურ მოძრაობას მარნეულში კანდიდატურის მოხსნას სთხოვდა. უსუფაშვილი ადასტურებს გოგორიშვილთან შეხვედრის ფაქტს და ამ შეხვედრაზე სხვადასხვა, მათ შორის არჩევნების საკითხის განხილვას, თუმცა დასძენს - „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ შეხვედრაზე არ ყოფილა ნახსენები არც ერთი გვარი და სახელი, არ განხილულა არც ერთი კანდიდატის საარჩევნო რეიტინგი თუ წარმატების ალბათობა და არ ყოფილა არც „დამითმე-დაგითმობ“ და არც „თუ არა და მაშინ“ საუბარი“. როგორც ხათუნა გოგორიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით 5 ივნისს განაცხადა, 12 მაისს გამართულ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ მას გადასცა „მთავრობის დანაბარები“, რომ ნაციონალურ მოძრაობას მარნეულში კანდიდატურის მოხსნაზე უნდა ეფიქრა, კანდიდატის მაღალი მხარდაჭერის გამო.
XS
SM
MD
LG