Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი და პოროშენკო ერთმანეთს მოკლედ გაესაუბრნენ


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო მოკლედ გაესაუბრნენ ერთმანეთს საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავის ცერემონიის კულუარებში. როგორც იუწყებიან, სპონტანური საუბარი შედგა პუტინს, პოროშენკოს და გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შორის მას შემდეგ, რაც სადილის წინ მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. პუტინსა და პოროშენკოს შორის უფრო ხანგრძლივი, ოფიციალური შეხვედრის გეგმა არ გამოცხადებულა.
XS
SM
MD
LG