Accessibility links

logo-print

სლოვიანსკში ბრძოლები გრძელდება


უკრაინის უშიშროების ძალებს ცხარე ბრძოლები აქვთ პრორუსული სეპარატისტების წინააღმდეგ ქალაქ სლოვიანსკის მახლობლად. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი საროვის თქმით, სეპარატისტებმა, რომლებმაც 6 ივნისს პოზიცია დაიკავეს ეკლესიაში, სლოვიანსკის მახლობლად, ჭურვები დაუშინეს მათ საგუშაგოს. პოლიციის ერთი ოფიცერი მოკლეს და ორი დაჭრეს ამ იერიშის დროს. სეპარატისტების მტკიცებით, მათ უკრაინის მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს სლოვიანსკთან. ეს ფაქტი მიუკერძოებელ წყაროს არ დაუდასტურებია.
XS
SM
MD
LG