Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯიჰადისტებმა რამადიში მძევლად აიყვანეს უნივერსიტეტის სტუდენტები და მმართველობა


7 ივნისს ჯიჰადისტებმა ერაყის ქალაქ რამადიში მძევლად აიყვანეს უნივერსიტეტის სტუდენტები და მმართველობა. პოლიციის ინფორმაციით, ალ ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტული დაჯგუფება ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა, რომლებიც წინასწარ იყვნენ შეგზავნილები უნივერსიტეტის თანამშრომლებში, დახოცეს დაცვა, ააფეთქეს შენობის ჭიშკართან დამაკავშირებელი ხიდი და სასწავლო დაწესებულებაში შეიჭრნენ. იუწყებიან, რომ ათასამდე სტუდენტმა მოახერხა გაქცევა. მძევლების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ერაყის უსაფრთხოების ძალებმა შენობა ალყაში მოაქციეს. ხსენებული ექსტრემისტული დაჯგუფება და სხვა სუნიტური ექსტრემისტული ორგანიზაციები გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ერაყის ანბარის პროვინციის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის ქალაქებს ფალუჯასა და რამადის აკონტროლებენ. გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მონაცემებით, თვეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების შედეგად მოსახლეობა მასობრივად ტოვებს საცხოვრებელ სახლებს. ადგილნაცვალ პირთა რაოდენობა იქ უკვე 480 ათასს აღწევს.
XS
SM
MD
LG