Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობას ჩრდილო ავღანეთში ათობით ადამიანი ემსხვერპლა


ადგილობრივი ხელისფლება იტყობინება, რომ სულ მცირე 50 კაცი დაიღუპა და ასობით უსახლკაროდ დარჩა წყალდიდობის შედეგად ავღანეთის პროვინცია ბაგლანში. როგორც ჩვენ რადიოს აცნობეს, დაღუპულთა უმრავლესობა გოზარ გაჰი ნურიდანაა. გვალვების შემდეგ, რასაც ავღანეთში წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი, ქვეყანა მოუმზადებელი აღმოჩნდა წყალდიდობებისა და გადაუღებელი წვიმების წინაშე. აპრილ-მაისში, 100-ზე მეტი კაცი დაიღუპა წყალდიდობებისა და მეწყერის შედეგად ჩრდილოეთ ავღანეთში.
XS
SM
MD
LG