Accessibility links

logo-print

პუტინი უკრაინის ხელისუფლებას აღმოსავლეთ რეგიონებთან დიალოგისკენ მოუწოდებს


რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სადამსჯელო სამხედრო ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და უშუალოდ, შუამავლების გარეშე დაიწყოს მოლაპარაკება უკრაინის ფედერალიზაციის მომხრეებთან. „ეს სასწრაფოდ უნდა მოხდეს. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს სადამსჯელო ოპერაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. მხოლოდ ასე შეიძლება შეიქმნას პირობები რეალური მოლაპარაკებების დაწსაყებად ფედერალიზაციის მომხრეებთან. აქამდე ხომ მათთვის კონკრეტულად მართლა არავის არაფერი უთქვამს, არაფერი შეუთავაზებია“, - განაცხადა პუტინმა 6 ივნისს ნორმანდიაში გამართულ პრესკონფერენციაზე. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო მოკლედ გაესაუბრნენ ერთმანეთს საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავის ცერემონიის კულუარებში.
XS
SM
MD
LG