Accessibility links

logo-print
რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკაში ქალების მეტი ჩართულობა? წინასაარჩევნოდ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები მოსახლეობასა და პოლიტიკოსებს მოუწოდებენ ქალ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი. რა მოთხოვნები აქვთ ქალთა უფლებადამცველებს და რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში?

წინასაარჩევნოდ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტიკაში ქალთა მეტი ჩართულობის მოთხოვნით გამოდიან. დღეს, 7 ივნისს, გამართულ აქციაზე უფლებადამცველებმა ხელისუფლებასა და საზოგადოებას მოუწოდეს მხარი დაუჭირონ ქალ კანდიდატებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორი მაია კუპრავა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მათთვის პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს:
„ეს არის მანიფესტი, მსვლელობა ქალთა პოლიტიკური დაწინაურების მხარდასაჭერად. ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში. ჩვენთვის პოლიტიკური პარტიის ნიშანი ამ შემთხვევაში არ განსაზღვრავს ქალთა წარმომადგენლობას. უბრალოდ, ჩვენი მიზანია ქალთა მხარდაჭერა“.

მაია კუპრავას თქმით, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა მხოლოდ იმიტომაც უნდა იყოს აუცილებელი, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი სწორედ ქალები არიან. გარდა ამისა, ქვეყანაში უმაღლესგანათლებამიღებული ქალების რაოდენობა ამ ნიშნით კაცებისას აჭარბებს.

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი, იურისტი ბაია პატარაია ლაპარაკობს იმაზე, თუ რატომ არიან ქალები პოლიტიკაში ნაკლებად ჩართულები საქართველოში:
კვოტირება არის, ალბათ, უფრო ეფექტური ინსტრუმენტი, ვიდრე პარტიების კულტურის ამაღლება და იგივე წამახალისებელი ფულადი ჯილდოები თუ სხვა ჯილდოები. მაგრამ ეს დამოკიდებულია საარჩევნო სისტემაზეც. თუ, მაგალითად, მომავალში ჩვენ გვექნება პრეფერენციული სისტემა...

„ყველაზე სერიოზული პრობლემა, რასაც დღეს ქართველი ქალები აწყდებიან, არის მათი იგნორირება და ჩაგვრა. სხვადასხვა ძალადობაც სწორედ ამის გამოხატვის საშუალებაა - მათ შორის, ფიზიკური ძალადობა. იგნორირების და ჩაგვრის ერთ-ერთი მაგალითია პოლიტიკაში ქალების არარსებობა. ჩვენთან ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ქალი არის მეორეხარისხოვანი - ნაკლებად ჭკვიანი, ნაკლებად ძლიერი. და მაინც ყველაფერი აქედან მოდის“.

ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე ორი დღის წინ თბილისში კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მისი გადაჭრის გზებს განიხილავდნენ. პარლამენტარი გიგი წერეთელი კვოტირების საკითხს შეეხო, ანუ რეგულაციას, რომელიც საარჩევნო სუბიექტებს ავალდებულებს სიაში ქალების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავდეთ:

„კვოტირება არის, ალბათ, უფრო ეფექტური ინსტრუმენტი, ვიდრე პარტიების კულტურის ამაღლება და იგივე წამახალისებელი ფულადი ჯილდოები თუ სხვა ჯილდოები. მაგრამ ეს დამოკიდებულია საარჩევნო სისტემაზეც. თუ, მაგალითად, მომავალში ჩვენ გვექნება პრეფერენციული სისტემა, აქ კვოტირების მექანიზმი ნაკლებად ეფექტურია, განსხვავებით იმ სუფთა პროპორციული სისტემისგან, როცა თანმიმდევრობით მიდის და სიაში ადგილს აქვს მნიშვნელობა. თუკი სამომავლოდ საარჩევნო სისტემა შეიცვალა და ის პროპორციულ-პრეფერენციული გახდა, აქ, რა თქმა უნდა, გენდერული კვოტები ნაკლებ როლს თამაშობს“.
სამწუხაროდ, ამის შედეგები არ არის ისეთი, რაც ჩვენ გვინდა. ერთი მხრივ, მმართველი პარტია არ იყენებს და არც წინა მთავრობაში იყენებდა მმართველი პარტია, ანუ ის პარტია, რომელსაც რეალური ძალაუფლება აქვს და, სავარაუდოდ, იმარჯვებს არჩევნებში...

ბაია პატარაიას თქმით, დღევანდელი სისტემა, რომელიც გენდერული ბალანსის დასარეგულირებლად მუშაობს, არაეფექტურია. ამ ნებაყოფლობითი ნორმის მიხედვით, პარტიას, რომელსაც სიის ყოველ ათეულში ქალები 30 პროცენტით მაინც ჰყავს წარმოდგენილი, დაფინანსება ეზრდება.

„სამწუხაროდ, ამის შედეგები არ არის ისეთი, რაც ჩვენ გვინდა. ერთი მხრივ, მმართველი პარტია არ იყენებს და არც წინა მთავრობაში იყენებდა მმართველი პარტია, ანუ ის პარტია, რომელსაც რეალური ძალაუფლება აქვს და, სავარაუდოდ, იმარჯვებს არჩევნებში“, ამბობს ბაია პატარაია და დასძენს, სხვა პარტიები ქალებს ძირითადად ათეულის ბოლო სამეულში აქცევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამსვლელ ადგილებზე მათი მოხვედრის შანსი მცირეაო.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორი მაია კუპრავა ამბობს, რომ ქალების მეტი ჩართულობა პოლიტიკაში ქალებისა და მამაკაცების ხედვისა და საჭიროებების მეტად გათვალისწინებას ნიშნავს - განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ოჯახში ძალადობის პრობლემა ქვეყანაში საკმაოდ მძიმეა:

„თუნდაც ამ კუთხით რომ შევხედოთ, ჩვენ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან, სახელისუფლებო ორგანოს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფი ადამიანის პირდაპირი მესიჯი არ მოგვისმენია, რომელიც იტყოდა, რომ ეს არის საშინელება. თუნდაც ის ფაქტი, რომ 3 თვის განმავლობაში 14 ქალია მოკლული და ძალადობის არაერთ შემთხვევას ვიგებთ როგორც ახალგაზრდა გოგონებზე, ასევე ქალებზე“.

მაია კუპრავას თქმით, ხელისუფლებაში ხალხის სამსახურში მდგომი ადამიანები უნდა იყვნენ და არა ძალაუფლების მქონე ადამიანები, ქალების მეტი ჩართულობა კი ქვეყანას უფრო დემოკრატიულს გახდის.
XS
SM
MD
LG