Accessibility links

logo-print

ჯო ბაიდენი მარგველაშვილს დამატებით კიდევ 5 მილიონი დოლარის დახმარებას დაჰპირდა


აშშ-ის მთავრობა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა დ უსაფრთხოების ყველაზე უფრო ძლიერი მხარდამჭერია, თბილისს მორიგ დახმარებას ჰპირდება რუსეთის ზეწოლისაგან მიყენებული პრობლემების მოსაგვარებლად. ამის თაობაზე იტყობინება თეთრი სახლის მიერ გავრცელებული საინფორმაციო ცნობა, რომელშიც კიევში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრაზეა საუბარი. ოფიციალური ცნობის თანახმად, ამ შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა განცხადება გააკეთა კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ საქართველოსათვის დამატებით 5 მილიონი დოლარის გამოყოფის შესაძლებლობაზე, რაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან რუსეთის მიერ „ბორდერიზაციის“ შედეგად დაზარალებულ პირებს, რეგიონში დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომას და ეროვნული თანხმობის მიღწევას მოხმარდება.
XS
SM
MD
LG