Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრას ბათუმი ჩხუბი მოჰყვა


ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების წინასაარჩევნო შეხვედრისას ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და გიორგი ბარამიძის მოსახლეობასთან შეხვედრისას რუსთაველის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეხვედრაზე დაპირისპირება პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული რამდენიმ პირის მისვლის შემდეგ დაიწყო. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა დავით ლორიამ განაცხადა, 26 მაისის მოვლენების დროს, იგი აწამეს, რის გამოც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების მორალური უფლება არ აქვს. ფიზიკური დაპირისპირების დროს დავით ლორიას პერანგი დაეხა. შეხლა-შემოხლა 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
XS
SM
MD
LG