Accessibility links

logo-print

ჯონ კერის რუსეთის მონაწილოებით უკრაინის კრიზისის გადაჭრის იმედი აქვს


აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის უკრაინის კრიზისის მალე მოგვარების იმედი აქვს, რაც შესაძლებლობას მისცემს ვაშინგტონს არ დააწესოს ახალი სანქციები რუსეთის წინაამდეგ. კერი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში, სადაც იგი დასასვენებლად იმყოფება. მისი თქმით, არსებობს „ცეცხლის შეწყვეტის“ რეჟიმის შემოღებისა და იმის ალბათობა, რომ რუსეთი დაარწმუნებს სეპარატისტებს დაყარონ იარაღი და დატოვონ ოკუპირებული შენობები.
XS
SM
MD
LG