Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


კოსოვოში, სადაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება, დილიდან გაიხსნა საარჩევნო უბნები. ვადამდელი არჩევნები კოსოვოში დაინიშნა მას შემდეგ, რაც მაისში პოლიტიკური კრიზისის გამო საკანონმდებლო ორგანო დაიშალა. არჩევნებში გამარჯვების და მესამე ვადით მთავრობის დაკომპლექტების იმედი აქვს ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის, რომელმაც პრიშტინაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გააკეთა არჩევანი. “სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ კოსოვო, მისი მოქალაქეები და პოლიტიკური სპექტრი მსოფლიოს გაუგზავნიან საუკეთესო მესიჯს იმაზე, რომ კოსოვოში დემოკრატია ვითარდება. მაგრამ არჩევნები შეჯიბრია და მე ხმა მივეცი „ახალ მისიას“ და 58 ნომერს, კოსოვოს დემოკრატიულ პარტიას,“ - განაცხადა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კოსოვოს დემოკრატიული პარტიის ლიდერია. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო 120 -ი წევრისაგან, სამი წლის ვადით აირჩევა. 100 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 20 ადგილს კი იკავებენ ის კანონმდებელი, რომლებიც ეროვნულ უმცირესობას წარმომადგენენ.
XS
SM
MD
LG