Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ი და ირანი პირისპირ შეხვედრას გეგმავენ ბირთვულ პროგრამაზე


ვაშინგტონმა ახალი წევრებისაგან დააკომპლექტა ის გუნდი, რომელიც გასულ წელს ირანის დელეგაციასთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბირთვულ პროგრამაზე, რაც მნიშვნელოვანი შუალედურ შეთანხმებით დასრულდა. ამ ჯგუფში აშშ-ის სახელმწიფი მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი, მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვენდი შერმანი და საგარეო პოლიტიკური საკითხების მრჩეველი ჯეიკ სალივანი შედიან. შეხვედრა 9-10 ივნისს იგეგმება. თეირანის თანახმად, ირანის დელეგაცია რომში 11-12 ივნისს გეგმავს ჩასვლას და მოლაპარაკებებს რუსეთის დელეგაციასთან. აშშ-ისა და ირანის ორმხრივი მოლაპარაკებები წინ უსწრებს 16 ივნისის, 5+1 ის ფორმატით ცნობილ შეხვედრას, რომელზეც საბოლოოდ უნდა შემუშავდეს ირანის ბირთვულ პრობლემის გრძელვადიანი მოწესრიგების გეგმა, რომლიც 20 ივლისს უნდა დამტკიცდეს.
XS
SM
MD
LG