Accessibility links

logo-print

გერმანია მოსკოვსა და კიევს არსებითი მოლაპარაკებისაკენ მოუწოდებს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის თქმით, რამდენიმე ბოლოდროინდელი მოვლენა, მათ შორის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებმა და რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა საფრანგეთში, - გარკვეულ იმედებს აჩენს. „მაგრამ რეალური პროგრესის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი და არსებით ხასიათის მოლაპარაკებები დაიწყება“, -აცხადებს ვალტერ შტაინმაიერი ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, იგი ამ მოსაზრებას გაიმეორებს პოლონეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 10 ივნისს სანკტ პეტერბურგში გაიმართება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ხელისუფლებასაც მოუწოდა, რომ ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მსვლელობის დროს „ძალის პროპორციული“ გამოყენება დაიცვას.
XS
SM
MD
LG