Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი წყვეტს სადაო სამხრეთის ნაკადის გაზსადენის პროექტში მონაწილეობას


პრემიერ-მინისტრმა პლამენ ორეშარსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკის გამო ბულგარეთი წყვეტს მუშაობას სადაოდქცეულ სამხრეთის ნაკადის გაზსადენის მშენებლობაზე, რომლის უკანაც რუსეთი დგას. „მე გავეცი განკარგულება, რათა შეწყდეს ყოველგვარი მუშაობა. მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე მხოლოდ ბრიუსელთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ორეშარსკიმ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ამ ნაბიჯის შესახებ მოსკოვს ბულგარეთისაგან არავითარი ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია. სამხრეთის ნაკადის გაზსადენის პროექტი უკრაინის გვერდის ავლით რუსეთის გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. მარშრუტის თანახმად, ბუნებრივი აირი შავი ზღვით ბულგარეთის პორტ ვარნას მიაღწევს, ხოლო იქიდან სერბიის, უნგრეთისა და სლოვენიის გავლით დასავლეთ ევროპის ქვეყნებამდე იტალიამდე და ავსტრიამდე გადაიტვირთება.
XS
SM
MD
LG