Accessibility links

კოსოვოში დამთავრდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები


კოსოვოში დასრულდა ხმის მიცემის პროცესი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, რაც ქვეყანაში დაინიშნა მას შემდეგ, რაც მაისში საკანონმდებლო ორგანო დაიშალა. კოსოვოს მილიონნახევრიანი მოსახელობა იმედგაცრუებულია ქვეყანაში ეკონომიკური პროგრესის არარსებობითა და უმუშევრობით, რაც 30 პროცენტს აღწევს. არჩევნებში გამარჯვების და მესამე ვადით მთავრობის დაკომპლექტების იმედი აქვს ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის, რომელმაც პრიშტინაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გააკეთა არჩევანი. კოსოვოს საკანონმდებლო ორგანო 120 -ი წევრისაგან, სამი წლის ვადით აირჩევა. 100 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 20 ადგილს კი იკავებენ ის კანონმდებლები, რომლებიც ეროვნულ უმცირესობას წარმომადგენენ. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცმებით, ამომრჩეველთა დაახლოებით 43 %-მა მიიღო მონაწილეობა. არჩევნების შედეგები შუაღამით გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG