Accessibility links

logo-print

23 ადამიანია დახოცილი კარაჩის აეროპორტში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად


პაკისტანის არმიის ცნობით, 6 საათიანი ბრძოლის შემდეგ დასრულდა სამხედრო ოპერაცია მეამბოხეების წინააღმდეგ. მეამბოხეებმა შეტევა განახორციელეს კარაჩის საერთაშორისო აეროპორტზე. დახოცილია 23 ადამიანი. არმიის წარმომადგენელმა 9 ივნისს განაცხადა, რომ 8 ივნისს, შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე აეროპორტზე იერიში განახორციელა 10-მა მეამბოხემ. მათ 2 მშვიდობიანი მოქალაქე და აეროპორტის 1 თანამშრომელი დახოცეს. ათივე თავდამსხმელი მოკლულია. არმიის წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია იერიშის დროს 2 თვითმფრინავის განადგურების შესახებ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. მეამბოხეებმა იერიში დაიწყეს კარაჩის აეროპორტის ძველ ტერმინალში ხელყუმბარის შეგდებითა და დაცვის თანამშრომლებისთვის ავტომატური იარაღიდან ცეცხლის გახსნით. ტერმინალი დღეს გამოიყენება ბარგისთვის და აგრეთვე განსაკუთრებული მგზავრების სატრანზიტო ზონად. პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, მეამბოხეებს ეცვათ დაცვის თანამშრომლების ფორმები და თვითმკვლელ თავდასხმელთა ჟილეტები.
XS
SM
MD
LG