Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს


8 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა კოსოვოს მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ. პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ კადრი ვესელიმ პრიშტინაში 8 ივნისს ღამით ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა პარტიამ ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია საყოველთაო არჩევნებში. განცხადება მოჰყვა კოსოვოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას. ოფიციალური მონაცემებით, პრემიერ-მინისტრ ჰაშინ ტაჩის პარტია მცირე უპირატესობით უსწრებს ოპოზიციურ - კოსოვოს დემოკრატიულ ლიგას. 8 ივნისს კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობამ 43% შეადგინა. ეს მაჩვენებელი, ანალიტიკოსების აზრით, დაბალია ისეთი ქვეყნისთვის, სადაც ფართოდ არის გავრცელებული კორუფცია, სიღარიბე და უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი 35%-ია. პოლიტოლოგთა ვარაუდით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბოლოო შედეგები ტაჩის პარტიის გამარჯვებას დაადასტურებს, მას მოუწევს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მცირე პარტიებთან და ეთნიკურ სერბებთან ერთად იმისათვის, რომ მესამედ გახდეს კოსოვოს პრემიერ-მინისტრი.
XS
SM
MD
LG