Accessibility links

სერგეი ლავროვი ფინეთში ვიზიტს იწყებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იწყებს ორდღიან ვიზიტს ფინეთში. ის ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ერკი ტუომიოიას შეხვდება. რუსეთისა და ფინეთის ურთიერთობა შესუსტდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში სეპარატისტთა მხარდაჭერის გამო. მიმდინარე წლის პირველ მარტს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის პოზიციას და განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიით რუსეთმა დაარღვია რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმება და კანონი. ამის შემდეგ ფინეთმა გააუქმა ან გადადო რუსეთის ხელისუფლებასთან ბოლო სამ თვეში დაგეგმილი ღონისძიებები. მათ შორის იყო ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, ფინეთის თავდაცვის მინისტრის რუსეთში ვიზიტი, აგრეთვე ორი ქვეყნის ტრანსპორტისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრები.
XS
SM
MD
LG