Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთიანი ოსეთი" ლიდერობს დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 ივნისს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. სააგენტო „რესის“ თანახმად, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 8 ივნისის ღამის მონაცემებით, ხმების ერთი მესამედის დათვლის შედეგად, 44,11%-ით ლიდერობს პარტია „ერთიანი ოსეთი“. დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 9 ივნისს გამოცხადდება. „ერთიანი ოსეთი“ კი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში უმრავლესობის ფრაქციის შექმნას შეძლებს და შეასრულებს ყველა დაპირებას. პარტიის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ამომრჩევლის მთავარი მოლოდინი და იმედი, რომელსაც პარტია „ერთიან ოსეთზე“ ამყარებს, სამხრეთ ოსეთის „რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებაა“. ბიბილოვმა განაცხადა: „არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ყველა ღონე ვიხმაროთ ამ მიზნის მისაღწევად“.
XS
SM
MD
LG