Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში იწყება მორიგი მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე


9 ივნისს ჟენევაში იწყება ორდღიანი მოლაპარაკებები ირანის საკითხზე. დიპლომატები აშშ-დან, ევროკავშირიდან და ირანიდან პირისპირ შეხვედრებს გამართავენ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ შეხვდება ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდსა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ქეთრინ ეშტონს. ვაშინგტონმა ხელახლა დააკომპლექტა იმ ჯგუფის მთავარი წევრები, რომელიც გასულ წელს საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ირანთან და რომელმაც შეძლო თეირანთან დროებითი შეთანხმების მიღწევა. აშშ-ის მომლაპარაკებელთა ჯგუფში არიან სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში ვენდი შერმანი და საგარეო პოლიტიკის მრჩეველი ჯეიკ სალივანი. ჟენევის შეხვედრა წინ უსწრებს 5+1 ფორმატით 16 ივნისისთვის ვენაში დაგეგმილ მოლაპარაკებებს. მომლაპარაკებლები ცდილობენ 20 ივლისამდე მიაღწიონ მრავალმხრივ შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე.
XS
SM
MD
LG