Accessibility links

logo-print

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთს გადასცეს ტელეარხ "ზვეზდას" ჟურნალისტები


უკრაინის აღმოსავლეთში პარასკევს დაკავებული ტელეარხ „ზვეზდას“ ჟურნალისტები - ანდრეი სუშენკოვი და ანტონ მალიშევი თავისუფლები არიან. უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ ისინი რუსეთის მხარეს გადასცა, შემდეგ კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავით ისინი მოსკოვში ჩავიდნენ. სუშენკოვი და მალიშევი სლავიანსკთან ახლოს დააკავეს. უკრაინელ სამხედროებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს ორი პირი უკრაინელი ძალოვნების საგუშაგოებს უთვალთვალებდა. დაკავებულებს აღმოაჩნდათ ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ აკრედიტაცია. კორესპონდენტები მუხლებზე დააყენეს, თავზე ჩამოაცვეს ნიღბები და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. ჟურნალისტებმა სამი დღე გაატარეს სამხედრო ბლოკ-საგუშაგოზე, სადაც, მათი სიტყვებით, არ იყო საკვები, ცხელოდა, იყო სიბინძურე და დაკითხვების დროს სცემდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევისგან ანდრეი სუშენკოვისა და ანტონ მალიშევის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ტელეარხ „ზვეზდას“ ხელმძღვანელობამ კი დახმარებისთვის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართა.
XS
SM
MD
LG