Accessibility links

logo-print
9 ივნისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ავალიანი. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამარბერგმა საქართველოში მუშაობა დაასრულა. 7 ივნისს მან შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. სადაც მედიის წარმომადგენლებს ერთწლიანი მუშაობის შედეგები და რეკომენდაციები გააცნო მანამდე თომას ჰამარბერგი პრეზიდენტს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წევრებს შეხვდა. თამარ ავალიანი სხვა უფლებადამცველებთან ერთად შეხვდა თომას ჰამარბერგს. რა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება უფლებადამცველებმა შეხვედრაზე და როგორ აფასებს ჰამარბერგი ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას.
XS
SM
MD
LG