Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა „ამ კვირაში“ უნდა შეწყდეს


უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, "ამ კვირაში" უნდა შეწყდეს ბრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში. პოროშენკოს თქმით, მისთვის მიუღებელია ყოველი დღე, როცა ადამიანები იხოცებიან, როცა "უკრაინას ასეთი მაღალი საფასურის გადახდა უწევს". პოროშენკომ ეს განცხადება გააკეთა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც 7 ივნისს კიევში გაიმართა პრეზიდენტად მისი ინაუგურაცია. რუსეთის მომხრე სეპარატისტებს ადგილობრივი ადმინისტრაციის რამდენიმე შენობა აქვთ დაკავებული აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებში, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება მეამბოხეების წინააღმდეგ უკრაინის ჯარის ოპერაციები.
XS
SM
MD
LG