Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია აცხადებს, რომ შესაძლოა იძულებული გახდეს, შეწყვიტოს „სამხრეთის ნაკადის“ გაყვანა


სერბია აცხადებს, რომ შესაძლოა იძულებული გახდეს, შეწყვიტოს „სამხრეთის ნაკადად“ წოდებული გაზსადენის გაყვანა თავის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ბულგარეთმა განაცხადა, რომ წყვეტს მუშაობას გაზსადენის მონაკვეთზე, რომელიც მის ტერიტორიაზე გადის. სერბიის ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის, ზორანა მიჰაილოვიჩის განცხადებით, სერბია მოიცდის, სანამ მიმდინარეობს ბულგარეთის, ევროკავშირისა და მოსკოვის მოლაპარაკება გაზის ექსპორტთან დაკავშირებით. "სამხრეთის ნაკადი" არის რუსეთის პროექტი, რომლითაც გამიზნულია მეტი გაზის ექსპორტი ევროპაში, უკრაინისათვის გვერდის ავლით. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა პლამენ ორეშარსკის 8 ივნისს გამოაცხადა, რომ წყვეტს პროექტში მონაწილეობას, "სამხრეთის ნაკადის" მიმართ ევროკავშირის და შეერთებული შტატების კრიტიკის გამო.
XS
SM
MD
LG