Accessibility links

logo-print

თბილისთან დაიწყო ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები „Agile Spirit 2014“


თბილისთან დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile Spirit 2014“. სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობენ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350-მდე სამხედრო მოსამსახურე და 500-მდე ქართველი ჯარისკაცი. სამხედრო სწავლება “Agile Spirit” საქართველოში მეოთხედ ტარდება და მიზნად ისახავს სამშვიდობო ოპერაციებში ორი ქვეყნის სამხედრო დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას. წელს სამხედრო წვრთნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ თურქეთის, საფრანგეთისა და რუმინეთის სამხედრო მოსამსახურეები.
XS
SM
MD
LG