Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 23 ადამიანი დაიღუპა ქურთების ოფისებზე თავდასხმების შედეგად


ერაყელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, 23 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთში, ქურთების ორი პოლიტიკური პარტიის ოფისებთან მოწყობილი აფეთქებების შედეგად. აფეთქებები დანაღმული სატვირთო მანქანებით მოეწყო. ქალაქ ტუზ ხურმატუს მერის, შალალ აბდულის ინფორმაციით, ერთი სატვირთო ავტომანქანა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ააფეთქა მას შემდეგ, რაც დააჯახა ბლოკ-პოსტს ქურთისტანის პატრიოტთა კავშირის და ქურთისტანის კომუნისტური პარტიის ოფისებთან. მას შემდეგ, რაც აფეთქების ადგილზე ხალხი მივიდა დაჭრილების დასახმარებლად, აფეთქდა კიდევ ერთი სატვირთო მანქანა. ეს იყო ორ დღეში უკვე მეორე ასეთი აფეთქება, მიმართული ქურთების ოფისების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG