Accessibility links

გამოქვეყნდა საქართველოში ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა რაოდენობა


თვითმმართველობის არჩევნებში ხმის უფლებით ისარგებლებს საქართველოს 3 მილიონ 429 ათას 748 მოქალაქე. ეს რაოდენობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებული მონაცემების დამუშავების შედეგად დღეს გამოაქვეყნა საქართველოს ცესკომ. მისი განმარტებით, სააგენტოს თავდაპირველი მონაცემები დამუშავების შედეგად 43 ათას 24-ით შემცირდა. ცესკოს ცნობითვე, ამჟამად 11 სტამბაში მიმდინარეობს საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების ბეჭდვა, რომელსაც მეთვალყურეობას უწევენ საარჩევნო ადმინისტრაციის და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სულ დაიბეჭდება 9 მილიონ 611 ათას 100 ბიულეტენი, მათგან 748 ათას 500 სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
XS
SM
MD
LG