Accessibility links

logo-print

შსს განცხადებას ავრცელებს წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევების შესახებ


წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე რეაგირების შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს შსს-ს. მისი განმარტებით, დარღვევებისა და ზეწოლის შესახებ მიღებულ შეტყობინებებს პოლიციამ შესაბამისი ზომებით უპასუხა და რეაგირების გარეშე არცერთი მათგანი არ დაუტოვებია. სამინისტრო კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში და ყველას მოუწოდებს, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს პოლიციას, რომელიც ადეკვატურ რეაგირებას დაუყოვნებლივ მოახდენს. „ასევე მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ყველა დამრღვევი კანონის შესაბამისად დაისჯება“, - ნათქვამია შსს-ს დღევანდელ განცხადებაში. 8 ივნისს, საქართველოში აშშ-ის საელჩომ გამოთქვა შეშფოთება კანდიდატებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე სავარაუდო ზეწოლის და აგრესიის გამო და ხელისუფლებას ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG