Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი არ გამორიცხავს სააკაშვილის ძებნილად გამოცხადებას


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის ძებნილად გამოცხადებას არ გამორიცხავს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი. მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა სააგენტო „იტარ ტასს“ დღეს განუცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის და შს-თა ყოფილი მინისტრები დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი და სხვები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიზნად ისახავდნენ ოსების სრულად განადგურებას. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ პირებმა დაკარგეს თანამდებობები და იმუნიტეტი, საგამოძიებო კომიტეტი განიხილავს მათი ბრალდებულად ცნობის და საერთაშორისო ძებნის საკითხს - განაცხადა მარკინმა.
XS
SM
MD
LG