Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აკრიტიკებს ბულგარეთის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს მუშაობა "სამხრეთის ნაკადზე"


რუსეთი აკრიტიკებს ბულგარეთის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს მუშაობა "სამხრეთის ნაკადად" წოდებულ გაზსადენზე. სამხრეთის ნაკადი არის რუსეთის პროექტი, რომელიც ემსახურება ევროპაში რუსეთიდან გაზის ექსპორტის გაზრდას. ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ვლადიმირ ჩიჟოვმა ბულგარეთის გადაწყვეტილებას უწოდა "მცოცავი გადასვლა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებზე". ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა პლამენ ორეშარსკის 8 ივნისს გამოაცხადა, რომ წყვეტს მუშაობას "სამხრეთის ნაკადზე", ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისაგან კრიტიკის გამო.
XS
SM
MD
LG