Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში დაიწყო აშშ-ის, ევროკავშირისა და ირანის წარმომადგენლების შეხვედრა


აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენელმა დიპლომატებმა ჟენევაში დაიწყეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება ირანის დელეგაციასთან. ცნობების თანახმად, ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაკჩიმ განაცხადა, რომ სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ირანის დელეგაცია ორმხრივ მოლაპარაკებას გამართავს ამერიკელების დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობს სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი. ბერნსი მონაწილეობდა ამერიკა-ირანის საიდუმლო მოლაპარაკებაში, რომლის შედეგადაც ნოემბერში მიაღწიეს დროებით შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ჟენევის ორდღიანი შეხვედრა წინ უსწრებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე 5+1-ის ფორმატით მოლაპარაკების მორიგ რაუნდს, რომელიც 16 ივნისს ვენაში იწყება. ხუთეულში, რომელიც ირანთან მოლაპარაკებას აწარმოებს, შედიან აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთ. მხარეები ცდილობენ, 20 ივლისამდე მიაღწიონ გრძელვადიან შეთანხმებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე.
XS
SM
MD
LG