Accessibility links

მოსკოვსა და კიევს შორის მიღწეულია ორმხრივი თანხმობა პოროშენკოს გეგმის უმნიშვნელოვანეს ნაწილებზე


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მოსკოვსა და კიევს შორის მიღწეულია ორმხრივი თანხმობა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ წარმოდგენილი გეგმის უმნიშვნელოვანეს ნაწილებზე. გეგმა ძალადობის შეწყვეტას ისახავს მიზნად აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ნაწილებში. 9 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში სხვა დეტალებზე არაა საუბარი. განცხადება მოჰყვა მოლაპარაკებების მეორე დღეს, რომელშიც რუსეთთან და უკრაინასთან ერთად ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაც მონაწილეობდა. რუსეთს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი. მოლაპარაკებებზე ეუთოს შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG