Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი: აშშ-მა „პაუზის ღილაკს“ უნდა დააჭიროს რუსეთთან ახალი თანამშრომლობის სფეროში


აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი „ახალი კურსის“ მოწოდებით გამოვიდა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება მოითხოვა. თავის მემუარებში კლინტონი წერს, რომ აშშ-მა „პაუზის ღილაკს“ უნდა დააჭიროს რუსეთთან ახალი თანამშრომლობის სფეროში. მისი თქმით, ძალა და გამტანობა არის ერთადერთი ენა, რომელიც პუტინს ესმის. კლინტონის სიტყვებით, თეთრ სახლში ყველა არ ეთანხმება მის მკვეთრ ანალიზს. კლინტონის წიგნი 10 ივნისს გამოვა.
XS
SM
MD
LG