Accessibility links

logo-print

კიევი და მოსკოვი კვლავ ვერ შეთანხმდნენ ენერგეტიკის საკითხებზე


უკრაინამ და რუსეთმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის მიმართ ბუნებრივ აირზე კიევის დავალიანების დაფარვასა და გაზის სამომავლო ფასზე. მოსკოვი კიევს დაემუქრა, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში 10 ივნისიდან გაზს აღარ მიაწვდიდა, თუმცა, მხარეები შეთანხმდნენ მორიგ შეხვედრაზე - 10 ან 11 ივნისს ბრიუსელში. ბელგიის დედაქალაქში 7 საათს გაგრძელდა მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრებს შორის. პროცესში მონაწილეობდა ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა იური პროდანმა განაცხადა, რომ ერთი კვირის წინანდელი შეხვედრის შემდეგ არც ერთი ნაბიჯი წინ არ გადადგმულა. ევროკავშირის წარმომადგენელმა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გაზზე ვალის დაფარვის სტრუქტურის თაობაზე შეთანხმება ახლოს არის, თუმცა კვლავაც დიდია სხვაობა ბუნებრივ აირზე კიევისა და რუსეთის მიერ შეთავაზებულ ფასებს - 1000 კუბურ მეტრ აირზე 268 და 485 დოლარს შორის.
XS
SM
MD
LG