Accessibility links

logo-print

კონგრესის კომიტეტი გამოიძიებს ბოუ ბერგდალის გათავისუფლების გარემოებებს


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტი გამოიძიებს ამერიკელი ჯარისკაცის ხუთ თალიბზე გაცვლის გარემოებებს. ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა კალიფორნიის შტატიდან - ჰოვარდ მაკეონმა. 9 ივნისს კონგრესში ჩატარდა დახურული ბრიფინგი, რომელზეც ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კანონმდებლებს აუხსნეს - რატომ გაიცვალა სერჟანტი ბოუ ბერგდალი, რომელმაც თალიბების ტყვეობაში 5 წელი გაატარა, გუანტანამოს ციხის ტუსაღებზე, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. ობამას ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ბერგდალმა თავისუფლება მოიპოვა სამხედრო ტყვეებში გაცვლის შედეგად. ბევრი კონგრესმენი კი თვლის, რომ ეს გაცვლა სხვა არაფერი იყო, თუ არა ტერორისტებთან გარიგება. მეტიც, კონგრესმენები თვლიან, რომ ობამას ადმინისტრაციამ, შესაძლოა, კანონიც კი დაარღვია, რადგან კანონმდებლებს წინასწარ არ შეატყობინა გუანტანამოს ციხიდან პატიმრების გათავისუფლების განზრახვის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, 5 გათავისუფლებული თალიბი კატარის ხელისუფლებას გადაეცა. ისინი ვალდებული არიან კატარის ტერიტორიაზე სულ მცირე ერთ წელიწადს დარჩნენ. ბოუ ბერგდალი, რომელიც აცხადებს, რომ ტყვეობაში აწამებდნენ, იმყოფება გერმანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში.
XS
SM
MD
LG