Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა გაეროს სთხოვა ვიეტნამთან ტერიტორიული დავის განხილვა


ჩინეთმა გაეროს გენერალურ მდივანს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც განმარტებულია ჩინეთის პოზიცია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სადაო კუნძულების თაობაზე და სთხოვა ბან კი მუნს - დოკუმენტი მიაწოდოს გაეროს ყველა წევრს. ჩინეთი, რომელმაც გასულ თვეში სადაო ზონაში საბურღი სისტემა დააყენა, ბრალს სდებს ვიეტნამს, რომ ის ხელს უშლის ჩინეთს ნავთობის მოპოვებაში და არღვევს მის სუვერენიტეტს. ჩინეთის ნავთობმოპოვებითი პლატფორმის სადაო წყლებში გადატანა პეკინსა და ჰანოის შორის ურთიერთობათა გამწვავებისა და ვიეტნამში ანტიჩინური გამოსვლების მიზეზი გახდა. ჩინურ საწარმოებზე თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა 2 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა. ვიეტნამის თვალთახედვით, ჩინეთის კუთვნილი საბურღი მოწყობილობა ვიეტნამის ტერიტორიულ წყლებშია განთავსებული.
XS
SM
MD
LG