Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერები ვერ თანხმდებიან ევროპის რეფორმის საკითხებზე


„ბი-ბი-სის“ ცნობით, შვედეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდის ლიდერები შეიკრიბნენ სტოკჰოლმის მახლობლად და ცდილობენ კონსნესუსის მიღწევას ევროპის რეფორმაზე. სავარაუდოდ, იმსჯელებენ - თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს ევროკომისიას. მოელიან, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი შეეცდება დანარჩენი ლიდერების მიმხრობას ჟან-კლოდ იუნკერის კანდიდატურის დასაბლოკად. ანგელა მერკელი მხარს უჭერს ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე ლუქსემბურგის ყოფილი ლიდერის დანიშვნას. ევროკავშირის „მინი-სამიტის“ დღის წესრიგშია სამუშაო ადგილების შექმნა, ინსტიტუციური ცვლილებები და სტრუქტურული რეფორმები ევროკავშირის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და ნიდერლანდი უდგანან სათავეში ჟან-კლოდ იუნკერის კანდიდატურის საწინააღმდეგო კამპანიას. იუნკერს მხარს უჭერს ევროპარლამენტის უდიდესი მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფი - ევროპის სახალხო პარტია (EPP). შვედეთში ჩასვლისას დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ არა ევროპარლამენტმა, არამედ ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ - ვინ ჩაუდგება სათავეში ევროკომისიას. კამერონი უპირისპირდება იუნკერის მიდგომას, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო პოლიტიკური კავშირი უნდა დამყარდეს.
XS
SM
MD
LG