Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები გაემგზავრნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში


ევროკავშირის ეგიდით სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ბათუმის მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალურ აფრიკაში გამგზავრებამდე სამხედრო მოსამსახურეებმა ექვსთვიანი სამშვიდობო მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ქაბულში შეასრულეს, ევროკავშირის მისიისთვის კი ფრანგი ოფიცრების მონაწილეობით დამატებით მოემზადნენ კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში შეასრულებენ და პატრულირებას აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელებენ.
XS
SM
MD
LG