Accessibility links

logo-print

ნატოს ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთ ავღანეთში


ნატოს სარდლობით მოქმედმა კოალიციურმა ძალებმა ხუთი ჯარისკაცი დაკარგეს სამხრეთ ავღანეთში. ნატოს სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცები 9 ივნისს დაიღუპნენ. ინფორმაცია ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ქრისტოფერ ბელჩერმა დაადასტურა. "ვადასტურებთ, რომ გუშინწინ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთ ავღანეთში. მსხვერპლი მოჰყვა უსაფრთოხების ოპერაციას, რომელიც მოწინააღმდეგის ძალებთან შეტაკებით დასრულდა. ტრაგიკულია იმის განცდა, რომ არსებობს ალბათობა, რომ მასში ძმათამკვლელი ყოფილიყო ჩართული,“- განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა. თავდასხმის დეტალები უცნობია. თუმცა, ადგილობრივი ავღანური ხელისუფლების ცნობით ნატოს ჯარისკაცები ზაბულის პროვინციაში შეცდომით მათივე თანამებრძოლების სროლის შედეგად დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG