Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში თვითმფრინავის გატაცების ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე


ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ მათ დააკავეს მგზავრი, რომელიც 10 ივნისს ქუთაისიდან ბელორუსიაში მიმავალი თვითმფრინავის გატაცების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ოფიციალური ცნობის თანახმად, თვითმფრინავის ეკიპაჟმა მუქარის შეტყობინება, რომ თვითმფრინავი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში დაესვა, - აღნიშული მგზავრისაგან წერილობით მიიღო. მგზავრი მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდა. ეკიპაჟმა შეძლო თვითმფრინავის მინსკის აეროპორტში დასმა, ხოლო ეჭვმიტანილი პირი დააპატიმრეს. მისი ვინაობა უცნობია, მითითებულია მხოლოდ ეჭვმიტანილს დაბადების წელი - 1973. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG