Accessibility links

logo-print

ერაყში ექსტრემისტებმა ქალაქი მოსული დაიკავეს


ერაყის ხელისუფლების ცნობით, ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა ექსტრემისტებმა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ მოსულზე დაამყარეს კონტროლი. ნინევიის პროვინციის მმართველის ატილ ალ ნუჯაიფის თანახმად, თავდამსხმელებმა, რომლებიც "ერაყი და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" სახელით მოქმედი დაჯგუფების წევრები არიან, პროვინციის დედაქალაქის სამთავრობო შენონები დაიკავეს და აიძულეს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალები, დაეტოვებინათ შენობები. ვრცელდება ცნობები, რომ ექსტრემისტებმა მძევლად აიყვანეს სატვირთო მანქანების მძღოლი 28 თურქეთის მოქალაქე. ქალაქი მოსული ბაღდადიდან 360 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
XS
SM
MD
LG