Accessibility links

logo-print

საელჩომ დაადასტურა მინსკში საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი


ბელორუსიაში თვითმფრინავის გატაცების მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი დაადასტურა მინსკში საქართველოს საელჩომ. ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მინსკი-ქუთაისის ავიარეისის მგზავრისგან ეკიპაჟმა მიიღო მუქარის შემცველი ბარათი, რომელშიც თვითმფრინავის კურსის შეცვლას და ევროპის ერთ-ერთ სახელმწიფოში გამგზავრებას მოითხოვდა. ამავე კომიტეტის ცნობით, პილოტებმა პროფესიონალურად იმოქმედეს და თვითმფრინავი დააბრუნეს მინსკის აეროპორტში, სადაც კონტრტერორისტული განყოფილების თანამშრომლებთან მოლაპარაკების შედეგად მგზავრი თვითმფრინავის დატოვებას დათანხმდა. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოს დაკავებული მოქალაქე 1973 წელს დაბადებული პირია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბელორუსიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, თვითმფრინავში, რომელიც მინსკი-ქუთაისის რეისს ასრულებდა, 32 მგზავრი იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG