Accessibility links

მარგველაშვილმა ევროკავშირს მადლობა გადაუხადა ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის


საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის ნატოს და ევროკავშირის სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. "მივესალმებით, რომ მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი პოზიცია და დაგმეს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოქალაქეებს მრავალი წელია, წართმეული აქვთ საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ლეგიტიმური უფლება, რეგიონში დარჩენილი მოქალაქეების უფლებები კი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად ირღვევა“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. გიორგი მარგველაშვილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 8 ივნისს ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევად აფასებს.
XS
SM
MD
LG