Accessibility links

გენდერული ამბები 10.06.14


დღევანდელი საუბრის მთავარი თემაა: სელექციური, ანუ სქესით განპირობებული, აბორტები.მათი რიცხვი, არაოფიციალური სტატისტიკით, აბორტების საერთო რაოდენობის 30%-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში წლის განმავლობაში 25-დან 35 ათასამდე აბორტი კეთდება და, როგორც ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ვარაუდობს, ამ რაოდენობას 4-5-ჯერ აღემატება არარეგისტრირებული აბორტების რაოდენობა. გადაცემის სტუმრები: ეკა სხილაძე - საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი თამარ ისაკაძე - ფსიქოლოგი საუბარს ნინო ხარაძე უძღვება.

XS
SM
MD
LG