Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი: ირანი ყოველ ღონეს იხმარს ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად


ირანის პრეზიდენტმა ჰოსან როჰანიმ თქვა, რომ მისი ქვეყანა ყოველ ღონეს იხმარს, რათა თავისი ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიოს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან. როჰანიმ 10 ივნისს ანკარაში გამართულ ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომ ირანი შეეცდება, წარმატებით დასრულდეს ე.წ. 5+1 ფორმატის მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებებში ირანის გარდა მონაწილეობენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრი - დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები - პლუს გერმანია. ჟენევაში მეორე დღეა მიმდინარეობს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე, რომელიც, დასავლეთის აზრით, ბირთვული იარაღის შესაქმნელადაა გამიზნული
XS
SM
MD
LG